სენაკში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

სენაკში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით, მტევანსა და თითებზე აქვს მიყენებული.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ირკვევა, დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას მოჰყვა, რაც დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება