გარდაბნის სოფლების-ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიების- „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“-ის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ და - შპს „კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა ლაშა კიტიამ მოაწერეს.

„სამუშაოების ფარგლებში სამივე სოფლისთვის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი, რეზერვუარები მოეწყობა. სოფელი ვახტანგისისთვის დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი.

ასევე, ნაზარლოსა და ქესალოში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამურად 54 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოები ეტაპობრივად, 2027 წლის დასაწყისამდე დასრულდება, რის შემდეგაც

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში