ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის ათ ქალაქსა და მის რეგიონში ურბანული განახლების პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის ათ ქალაქსა და მის რეგიონში ურბანული განახლების პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთავრობა მსხვილი პროექტების განხორციელებას სახელმწიფოს თანამონაწილეობით გეგმავს.

„ამ პროექტებში უნდა ვიყოთ წამყვანი, იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული, სახელმწიფო მნიშვნელობის მსხვილი პროექტები. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა, გვინდა წელსვე დავიწყოთ ათ ქალაქსა და მათ რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები, როგორიცაა: ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამის თაობაზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და გეგმას რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ. ასე რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ქვეყანაში ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს, ეს ტემპები, ყველა მიმდინარე პროექტი კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა