შალვა პაპუაშვილი - ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორმა ნეგატიური როლი შეასრულა და ოპოზიცია საკუთარ არჩევანში ჩაკეტა - იმედი მაქვს, პარტიები ამჯერად საკუთარი პასუხისმგებლობიდან ამოვლენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორმა ნეგატიური როლი შეასრულა და ოპოზიცია საკუთარ არჩევანში ჩაკეტა.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა არასამთავრობო სექტორის მიერ დაწესებული ჩარჩოებიდან გასვლა.

„რაც შეეხება ომბუდსმენის არჩევის საკითხებს, ჩვენ ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორმა შეასრულა ძალიან ნეგატიური როლი. მათ, ფაქტობრივად, ჩაკეტეს ოპოზიცია თავის არჩევანში, დაასახელეს რამდენიმე კანდიდატი და მე პირადად ვხედავდი, რამდენად უჭირდათ ოპოზიციაში, რომ გასულიყვნენ ამ ჩარჩოებიდან, რომელიც მათ დაუწესა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. მე ამაზე ღიად მქონდა საუბარი, რომ სამწუხარო იყო ის როლი, რაც ითამაშა არასამთავრობო სექტორმა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები საკუთარი პასუხისმგებლობიდან ამოვლენ, ამ პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგებიან სახალხო დამცველის არჩევის საკითხს და მივაღწევთ შეთანხმებას და იმ უმრავლესობას, რომელიც საჭიროა სახალხო დამცველის ასარჩევად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა