შალვა პაპუაშვილი - კითხვარიდან გამომდინარე ევროკომისიის შეფასება ვიხილეთ - მე მგონი, საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ამის შეახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან გაწეულ სამუშაოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ, ამ დღეებში, კითხვარიდან გამომდინარე ევროკომისიის შეფასება ვიხილეთ. მე მგონი, საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. სხვათა შორის, ჩვენ ეს შეფასებები შევადარეთ ასევე სხვა კანდიდატ ქვეყნებს. მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო, საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენი მონაცემებით. ამიტომ, საქართველო ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატობას.

შარშან, 24 ივნისიდან მოყოლებული ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიმართ უსამართლობაა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი ამ მხრივ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის მიღებას შეეხება“- აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა