შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის და შეერთებოდა სანქციებს, მას ექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის და შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მას ექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. პაპუაშვილის თქმით, საქართველო სანქციებთან დაკავშირებით ყოველთვის გულწრფელი იყო და განაცხადა, რომ ქვეყანა არ იქნებოდა გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, თუმცა ის პირადად სანქციებს ვერ შეუერთდებოდა.

„თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო სხვადასხვა სახის ე.წ. სანქციების ტალღა. ჩვენ გვახსოვს შარშან როგორი აჟიოტაჟი ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის, გარკვეულ სამოქალაქო აქტივისტებს მოწოდებით, რომ საქართველოს უნდა ჩაეკეტა საზღვრები, უნდა შემოეღო სავიზო რეჟიმი, უნდა შეეწყვიტა ვაჭრობა და ბევრი „უნდა“, რომელიც სანქციის სახით უნდა გამოხატულიყო. ახლახან გამოქვეყნდა ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ დაეჯერებინა ოპოზიციისთვის, რომ დაეჯერებინა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რომ დაეჯერებინა მათ შორის ზოგიერთი მოწოდებისთვის, რომ ყოფილიყო სრული გაზიარება და დაწესება სანქციების, საქართველოს დღეს ექნებოდა -10% ეკონომიკური ვარდნა. თავი რომ გავანებოთ იმ უსაფრთხოების რისკებს, რომლებთანაც სანქციების დაწესება ასევე არის დაკავშირებული, ეს ჩვენმა საზოგადოებამ თავად იმსჯელოს, რა მნიშვნელობა ექნებოდა ამ 10%-იან ვარდნას საქართველოსთვის. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუჯერა ოპოზიციას, არ დაუჯერა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვაქვს არათუ ვარდნა, არამედ - ეკონომიკური ზრდა. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ სად მიაქანებდა საქართველოს ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო სანქციების დაწესებით ისეთს ზიანს ვერ მიაყენებდა რუსეთს, როგორი ზიანის მოყენებაც მას შეუძლია საქართველოსთვის.

„საქართველოს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით თავიდანვე იყო ძალიან გულწრფელი და ძალიან სამართლიანი. ჩვენ ვთქვით, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო არ იქნება გამოყენებული და ეს სიტყვა საქართველომ შეასრულა ბოლომდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ვერ დადასტურდა ვერც ერთი ბრალდება, რომელსაც ცდილობდა ოპოზიცია, რომ წამოეყენებინა, ვერ დადასტურდა ვერც ერთი ბრალდება, რომ თითქოსდა საქართველოს გამოყენება ხდება გვერდის ავლისთვის. ვიცით ფინანსთა სამინისტროსგან, რომ 1000-მდე სხვადასხვა სახის ასეთი გადაადგილება იქნა შეზღუდული იმის გამო, რომ არის ძალიან დეტალური და ზუსტი კონტროლი ნივთებზე, რომლებიც გადადის. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ არ აწესებს საქართველო სანქციებს. საქართველო ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ აქ ყოფილიყო ფასების ნახტომისებური ზრდა მოსახლეობისთვის, ყოფილიყო ეკონომიკის კოლაფსი, დახურულიყო ბიზნესები, ამის საშუალება არ გვაქვს მითუმეტეს, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, რომელიც ჩვენ დაგვიცავდა ამ შემთხვევაში სხვადასხვა სუბსიდიებით და დახმარებით. საქართველო არის პატიოსანი ამ საკითხში. ის ერთი მხრივ არის ყველანაირად გვერდში უკრაინასთან, უჭერს მას მხარს როგორც პოლიტიკურად, ისე სანქციების მხრივ, რომ არ აძლევს არავის შესაძლებლობას, რომ გვერდი აუაროს სანქციებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, ამავე დროს საქართველო თავს ვერ დაიზიანებს უფრო მეტად, ვიდრე რაღაც ქმედებით შეიძლება დააზიანოს რუსეთი. ჩვენ ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებთ რუსეთის ფედერაციას ისეთს, მას ბევრჯერ მეტი შეუძლია მოაყენოს საქართველოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა