ცენტრი „ემპათია“ - იუსტიციის მინისტრის განცხადება „ემპათიას“ დასკვნასა და დანართებზე არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურებოდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის 26 იანვარს გაკეთებული განცხადება ცენტრ „ემპათიას“ დასკვნასა და დანართებზე არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურებოდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, ცენტრის ცნობით, სამხარაულის საექსპერტო დასკვნა დამახინჯებულად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის ტენდენციური, სუბიექტური და არაკვალიფიციური, სახეზეა სუბიექტური განწყობა და კომპილაციის მცდელობა.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ცენტრ „ემპათიას“ ძირითად დასკვნას ასევე იზიარებს ჟენევიდან მოწვეული საერთაშორისო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიც, რომლის დასკვნაც სასამართლოს დღეს წარედგინება.

„ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა და გადასცა ადვოკატებს ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N02-02/23, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნა N1008849922 - ზე (24/01/2023); აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის 26/01/2023 - ში გაკეთებული განცხადება ცენტრ „ემპათიას“ დასკვნასა და დანართებზე არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურებოდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას. სამხარაულის საექსპერტო დასკვნა დამახინჯებულად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის ტენდენციური, სუბიექტური და არაკვალიფიციური, სახეზეა სუბიექტური განწყობა და კომპილაციის მცდელობა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის გამოყენება სასამართლოში მტკიცებულებად სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაუშვებლად მიგვაჩნია. დასკვნის ტენდენციური ხასიათი და მტკიცებულებებს მოკლებული არგუმენტაცია 03/02/2023 - ში სასამართლო პროცესზე ორი ექსპერტის გამოკითხვითაც დადასტურდა. აღნიშნულ დასკვნაზე პასუხი წარმოადგინეს ამერიკელმა ექსპერტებმაც. ცენტრ „ემპათიას“ ძირითად დასკვნას ასევე იზიარებს ჟენევიდან მოწვეული საერთაშორისო სასამართლო სამედიცინო ექსპერტი პროფესორი ონდერ ოზკალიფცი, რომელიც ასევე მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის სამეცნიერო სექციის „წამების ფსიქიკური შედეგები და აღკვეთა“ წევრიც არის. მისი დასკვნა დღეს წარედგინება სასამართლოს.

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი არ იზიარებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და არ მიიჩნევს უტყუარად და სარწმუნოდ:

  • სამხარაულის დასკვნა N1008849922 ემყარება და ანალიზს აკეთებს არა ცენტრ „ემპათიას“ დასკვნასა და მის დანართებზე, არამედ სხვა ჩვენთვის უცნობ დოკუმენტაციაზე.
  • ჩართული ექსპერტები არ იცნობენ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას
  • ექსპერტთა მიმართ დასმული შეკითხვებისა და მათი დაუსაბუთებელი დასკვნების გათვალისწინებით, საქმე გვაქვს, სუბიექტურ, მიკერძოებულ დასკვნებთან. გასტროენტეროლოგია: 28/11/2022 - ის მდგომარეობით დასკვნაში მალაბსორბცია დიაგნოზად არ არის გამოტანილი, იგი კახექსიასთან ერთად რისკებში მოიაზრება, აღნიშნული რისკი დადასტურებულია ცენტრი „ემპათიას“ დამატებით დასკვნაში N 01-01/23, 25/01/2023; ნევროლოგია: სამხარაულის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება N01 – 6/ნ, მუხლი N6 - თან და წარმოადგენს ბრძანების პოსტფაქტუმ შეცვლის - ინტერპრეტაციის მცდელობას. ფსიქიატრია: ეყრდნობა მხოლოდ ერთი ფსიქიატრის სუბიექტურ მოსაზრებას, მტკიცებულებების გარეშე, მოსაზრება ემყარება იმდაგვარი ფსიქომეტრიული ტესტების ინტერპრეტაციას, რომელიც ექსპერტს თვითონ არასდროს გამოუყენებია ექსპერტიზის მსვლელობისას და არ წარმოადგენს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩვეულ ინსტრუმენტებს.
  • თავი საქმის გარემოება: არ ასახავს ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაში მოცემულ სტრუქტურირებულ მიმართულებებს: გასტროენტეროლოგიის, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით, რაც, აზრის გამოტანას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თავი „საქმისგარემოებიდან“, შეუძლებელს ხდის.
  • ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასკვნა ტენდენციურია და არ ასახავს თუნდაც დოკუმენტაციით წარმოდგენილ რეალობას.
  • გაუგებარია ორი ჩართული სასამართლო ექსპერტის როლი დასკვნის შემუშავებაში, მათი კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით.
  • ამგვარად, დასკვნა შეიცავს ცალსახად კომპილაციურ ტენდენციურად შერჩეულ ინფორმაციას.
  • ცენტრ „ემპათიას“ დასკვნასა და დანართებში სრულყოფილად, ანამნეზურ/კატამნეზურ (დინამიკაში), კლინიკურ, ფსიქომეტრიულ, კლინიკურ - ფსიქოლოგიურ მონაცემებსა და ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, ოთხი ფსიქიატრისა და ორი ნევროლოგის მიერ დადასტურებულია დიაგნოზი: დაუზუსტებელი დემენცია - F 03., რაც ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის 6 დეკემბრის, 2022 დასკვნაში (დასკვნა N7), სადაც მონაწილეობდა ნევროლოგი.
  • 25/01/2023 - ში გაცემული ცენტრი „ემპათია“ -ს დამატებითი დასკვნით, N 01-01/23, რაც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, გამოტანილია კლინიკური მალაბსორბციის დიაგნოზი K 90 (ინსტრუმენტული კვლევების საჭიროებით, რაც კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული არ არის, მიუხედავად ცენტრ „ემპათიას“ არაერთი რეკომენდაციისა, რაც სამხარაულის დასკვნითაც დასტურდება), ასევე დასმული იქნა კახექსიის დიაგნოზი R 64.
  • დასკვნებითა და დანართებით, კვლავ სახეზეა ნევროლოგიური დიაგნოზები: დაუზუსტებელი თუ დაზუსტებული ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია, მიელოპათია, აღნიშნული პათოლოგიების შემადგენელი ნაწილია ატაქსია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზაც ვერ უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოხატულ ატაქსიასთან: დისკოორდინაციის, სიარულისას დამხმარე საშუალების, თავის მოვლისას დახმარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე სახეზეა ფსიქიკურ ფუნქციათა ტლანქი მოშლა დაუზუსტებელი დემენციის დიაგნოზის გათვალისწინებით.
  • დაბოლოს, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი სხვა დიაგნოზებსა და სიმპტომო - კომპლექსებზე: დაუზუსტებელი ცხელება, ხშირი შარდვა, დაუზუსტებელი ნეირო კოგნიტიური აშლილობა, ინტოქსიკაციისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები, პოლიფარმაციისა თუ არაეფექტური მკურნალობის შედეგებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა