ოზურგეთში სკოლის დემონტაჟის დროს მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ოზურგეთში სკოლის დემონტაჟის დროს მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში საჯარო სკოლის დემონტაჟის დროს მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.