ლენტეხის მერია - ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პროგრამები ყოველთვიურად აქტიურად ხორციელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პროგრამები ყოველთვიურად აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამებია:

სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

დახმარება მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.პ.-ს , რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და დაავადებული არიან:

ცერებრალური დაბლა;

დაუნის სინდრომი;

ლეიკემია;

ყრუ-მუნჯი.

შაქრიანი დიაბეტი I ტიპი;

ცელიაკია.

ყოველთვიური დახმარება გაიცემა იმ ბენეფიციარზე რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:

ეპილეფსიით;

პარკინსონით;

თავის ტვინის სისლის მომოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;

შაქრიანი დიაბეტით - ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ღვიძლის ციროზი, ასციტი;

ონკოლოგიური დაავადებები მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი (ფორმა 100 ონკო-ცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ);

ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);

სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით.

თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია.

უსინათლო ინვალიდები.

შიზოფრენია.

ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში , სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, მიესთენია გრავისით დაავადებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება.

მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი (18 წლამდე ) მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ლენტეხის მერიის სოციალურ სამსახურს. ტელ: 599 85 27 14

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა