ლევან ხაბეიშვილი - კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ფაქტობრივად, უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში, გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს მოსამართლეს

მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება - ის ან სამართლებრივ გადაწყვეტილებას აცხადებს, რომლის შესაბამისადაც ცხადია ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნას გადაყვანილი და მეორე პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის გაუქმების შესახებ იმსჯელებენ.

ხაბეიშვილის შეფასებით, სასამართლო პროცესი გაიწელა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, მოსამართლეს დღეს ან უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ამ თვეების განმავლობაში იწელებოდა ეს პროცესები ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად დასრულებულიყო. ყოველდღიურად მძიმდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ფაქტობრივად, უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში, გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს მოსამართლეს. მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება - ის ან სამართლებრივ გადაწყვეტილებას აცხადებს, რომლის შესაბამისადაც, ცხადია, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. (იცით, რომ მზად არის მაგალითად პოლონეთის ხელისუფლება, რომ თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირებაც, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა). მეორეა პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით. ეს ორი არჩევანი აქვს მოსამართლეს გასაკეთებელი. დაველოდოთ, დღეს იქნება თუ უახლოეს 2-3 დღეში, ამ გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გაუქმებაზე უარს იტყვის, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გეგმა მოქმედებას უკავშირდება.

„გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრაობას და სახალხო პროტესტს, ცხადია საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა