8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პაპუაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მიწვეულია მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს.