შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობა და დაგეგმილი აქტივობები იყო.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რიგი საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის, გენდერული და საპარლამენტო ზედამხედველობის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაზიარების კუთხით, ფაქტობრივად პარლამენტის მიერ უკვე შესრულებულია. მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც, რომელთა შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს.

„ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობა გაწია პარლამენტმა შარშან და სად ვართ ახლა. ჩვენი შეფასებით რომელი საკითხებია რომელზეც ვფიქრობთ, რომ უკვე სრულად ვუპასუხეთ რეკომენდაციას, საკითხები რომელიც რჩება ღიად და შესაბამისად დეტალებზე გვქონდა საუბარი. ღია საკითხებთან დაკავშირებით დარჩენილია ომბუდსმენის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რომლის უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს და მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ ჯგუფი იყოს მოწადინებული, რომ მოხდეს შეთანხმება ფრაქციებს შორის.

დიდი იმედი გვაქვს რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ასეთი შეთანხმება შედგება. ასევე არის ორი პროექტი: სასამართლო რეფორმის პაკეტი და დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი, რომელზეც ველოდებით დასკვნას. მარტში, როგორც კი იქნება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნა, განვაახლებთ მსჯელობას ამ ორ მიმართულებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მათივე ცნობით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა