დავით უსუფაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს შორის მოიძებნება ხალხი, რომელთა თაობაზე კონსენსუსი შესაძლებელია - „ლელო“ მზად არის კონსულტაციებისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს შორის მოიძებნება ხალხი, რომელთა თაობაზე კონსენსუსი შესაძლებელია - “ლელო“ მზად არის ამ თემაზე კონსულტაციებისთვის! - აღნიშნული განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

“ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შევხვდით. მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან, ვთვლით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების განწესება მეტად საშური საქმეა. სახალხო დამცველისგან განსხვავებით იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ვაკანსიაზეა საუბარი და გარკვეული შეთანხმებების შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ კონსულტაციების გამართვის საკითხს ფრაქციებს მიანდობს და თუ საჭირო იქნება, კენჭისყრას შეაყოვნებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებისთვის პარლამენტს დეკემბრის ბოლოს უნდა ეყარა კენჭი, თუმცა “ლელომ“ და “რეფორმების ჯგუფმა“ კანდიდატურებთან შეხვედრის და მათთან გასაუბრების რეგლამენტით მინიჭებული უფლება გამოიყენა და კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა.

თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ვერ ახერხებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგშია ასახული.

პარლამენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება, წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე კი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ არსებობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა