ხათუნა სამნიძე - მოვუწოდებ კოლეგებს, ოთხშაბათს მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული, რათა შევძლოთ საგამოძიებო კომისიების შექმნა

მოვუწოდებ კოლეგებს, ოთხშაბათს მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული, რათა შევძლოთ საგამოძიებო კომისიების შექმნა. 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ორივე საკითხი არის მნიშვნელოვანი , - ამის შესახებ “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიების შექმნას სჭირდება დეპუტატთა კონკრეტული რაოდენობის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინიციატივა არ ჩავარდეს.

სწორედ ამიტომ შეყოვნდა საგამოძიებო კომისიების კენჭისყრა.

“მართლმსაჯულების საკითხი და უმცირესობების უფლებების დაცვა, ორივე საკითხი ეხმიანება 12 პუნქტს და მნიშვნელოვანია შევძლოთ და შეიქმნას საგამოძიებო კომისიები. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ოპოზიციასა და უმრავლესობას, არ არის ეს ის საკითხები, რომელიც მხოლოდ პარტიულ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს, ეს საკითხები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. გთხოვთ, ოთხშაბათისთვის როდესაც ამ საკითხებს დავაყენებთ და ჩვენი ჯგუფი გამოიტანს კენჭისყრაზე, მხარი დაგვიჭიროთ”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"რეფორმების ჯგუფმა" პარლამენტში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიები დააინიცირა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს