გიორგი რუხაძე - სააკაშვილი უფრო ძვირფასი მძევალია, ვიდრე უგულავა იყო - ივანიშვილი ვერ ხედავს, რაში გაცვალოს და რატომ უნდა გაუშვას

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის საჯარო დასჯას ვადევნებთ თვალყურს და ამით ივანიშვილი მთელ საქართველოს გზავნილს უკეთებს, რომ მე მსოფლიოსგან ზეწოლა მაქვს, მაგრამ ამ ადამიანს თქვენს თვალწინ სიცოცხლეს ვასალმებ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, GSAC-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რუხაძის შეფასებით, დღევანდელი სასამართლო პროცესის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცემა.

„თუმცა, იმედი არ მაქვს, რომ ეს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე დასაწყისიდან და დასასრულამდე არის პოლიტიკური საქმე, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებას, პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის საჯარო დასჯას ვადევნებთ თვალყურს და ამით ივანიშვილი მთელ საქართველოს გზავნილს უკეთებს, რომ მე მსოფლიოსგან ზეწოლა მაქვს, მაგრამ ამ ადამიანს თქვენს თვალწინ სიცოცხლეს ვასალმებ. მე ვარ ამ ქვეყანაში ყველაფრის მფლობელი. სააკაშვილი უფრო ძვირფასი მძევალია, ვიდრე უგულავა იყო. ივანიშვილი ვერ ხედავს რაში გაცვალოს და რატომ უნდა გაუშვას“, - განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, „იმისათვის, რომ ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას, მას რაღაცის უნდა შეეშინდეს".

„მას მყისიერი საფრთხე უნდა დაემუქროს. რახან საფრთხე არ ემუქრება ის არ დაიწყებს ამაზე ფიქრს, ვიდრე ამას რაღაცაში არ გამოიყენებს“,- აღნიშნა რუხაძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მინიმუმ, განგაშის ზარი შემოკრას.

რუხაძის შეფასებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა პარტიული ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადაწიონ და ერთიანობაზე უნდა იფიქრონ იმისათვის, რომ ქვეყანა არ ჩაიქცეს ქაოსში და არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

„არსებობს საფრთხე, რომ ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, 115 კილოგრამი იყო და დღეს კი 69 კილოგრამია. რაც არ უნდა თქვან, რომ სააკაშვილი სიმულირებს, წონის კლებას ხომ ვერ გავექცევით. თუ წონის კლება გაგრძელდა, სიკვდილი, ოდესღაც დადგება. ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში რთული იქნება პროცესი გათვალო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მინიმუმ, განგაშის ზარი შემოკრას. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე თუ როგორ კლავს საქართველოს ხელისუფლება მისივე ქვეყნის პრეზიდენტს ციხეში. ეს ყველა შემთხვევაში ქვეყნის იმიჯზე და პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებს. ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს“, - განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, ლიდერები არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ საზოგადოება გამოაღვიძონ.

„საქართველოს საზოგადოებრივ სხეულს, რაღაც სჭირს. ის ღრმა დეპრესიაშია, შესაბამისად, ელექტროშოკით ვიღაცამ თუ არ გამოაღვიძა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ეს ორგანიზმი თვითორგანიზებით ერთ დღესაც გაიღვიძებს და ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვს“,- აღნიშნა მან.

ამასთან, რუხაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული პრინციპით არჩეული ახალი თავმჯდომარე ვერ გახდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ პარტია გაეერთიანებინა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს და მის გუნდს თუ შეუძლია მელიაზე აქტიური იყოს, ეს უნდა გვაჩვენოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება აშკარაა. ეს აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს და აზიანებს პერსპექტივას, რომ ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს. ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გაქრეს, ამ სიცარიელეს ვერაფერი ამოავსებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პრობლემები უნდა მოაგვაროს, თუ იშლება დაიშალოს. ყველაზე ცუდია, რაც ახლა ხდება, როდესაც გაურკვეველი მიმართულებით მიდის პოლიტიკური ორგანიზაცია.

ნიკა მელიას, რაღაც პერიოდი ჰქონდა, როდესაც ხელმძღვანელობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მან აჩვენა, რისი გაკეთება შეეძლო. ახლა არის ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი, თუ მას შეუძლია მელიაზე აქტიური იყოს, ეს უნდა გვაჩვენოს. თუ ის ამბობს, რომ ის უფრო გამბედავია ქუჩაში, მაშინ ეს უნდა გვაჩვენოს საკუთარი მაგალითით; თუ ის ამბობს, რომ მზად არის რევოლუციისთვის, უნდა გვაჩვენოს თუ რისი გამკეთებელია რევოლუციისთვის; თუ ამბობს, რომ მას შეუძლია გამოიხსნას მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გააკეთოს ეს; აჩვენოს ნიკა მელიამ რა არ გააკეთა და თვითონ რისი გაკეთება შეუძლია“,- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა