გია ვოლსკი - ცენზურაზე ლაპარაკი არ არის, საუბარია მედიის წარმომადგენლების მოქმედებების შეზღუდვაზე, რაც პარლამენტში, დერეფნებში დეპუტატების დევნას გულისხმობს

არანაირ ცენზურაზე ლაპარაკი არ არის, ლაპარაკია მედიის წარმომადგენლების მოქმედებების შეზღუდვაზე, რომელიც პარლამენტში დერეფნებში დეპუტატების დევნას გულისხმობს - არ მახსოვს დეპუტატი, რომელიც კითხვას არ პასუხობს, მაგრამ გააჩნია ფორმას, პათოსს და ვითარებას , - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის წესების დაწესებას.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ დეპუტატის და ჟურნალისტის ურთიერთობა ურთიერთთანხმობაზე აგებული თანამშრომლობაა.

"არანაირ ცენზურაზე ლაპარაკი აქ არ არის, არც სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ, პასუხის არგაცემაც, უკვე პასუხია. აქ ლაპარაკია შეზღუდვაზე მედიის წარმომადგენლების მოქმედებებისა, რომელიც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას პირდაპირი გაგებით, ფიზიკურ დევნას, კარებში ფეხის ჩადგმას, ოთახებში შევარდნას, რაც შეუსაბამოა იმ პირობებთან, რასაც ჰქვია საპარლამენტო მუშაობა. მე არ მახსოვს დეპუტატი, ჩემი ჩათვლით, რომელიც არ იძლევა პასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, მაგრამ გააჩნია ფორმას, პათოსს და ვითარებას, რომელიც შექმნილია. როცა დეპუტატი მიიჩქარის თავის ოთახისკენ, ან შეხვედრების ოთახისკენ, არ შეიძლება პარლამენტის შენობაში ჟურნალისტი დევნიდეს. საერთოდ დეპუტატის და ჟურნალისტის ურთიერთობა ურთიერთთანხმობაზე აგებული თანამშრომლობაა, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, რაც ქვეყანაში არსებობს” , - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებით დააწესებს, რომელიც დღეს გამოიცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა