გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ბიძინა ივანიშვილს არავინ შეარჩენს - ეს მას არ გაუვა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, მას ეს არ გაუვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარამიძემ განუცხადა, მას უფრო უნდა აწყობდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს გარდა იმისა, რომ შეიძლება უკვე იგრძნო ბიძინა ივანიშვილმა საკმარისი ზეწოლა ქართული საზოგადოების თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მიხვდა იმას, რომ ასე გაგრძელება, როდესაც ის ქართულ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას იმით, რომ აჩვენებს, თუ როგორ კლავს, როგორ აწამებს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელს, მას ეს არ გაუვა, არავინ შეარჩენს მიშას რომ რამე მოუვიდეს, რაც არ უნდა დრო გავიდეს. მილიარდერი კაცია, თვლა იცის, გათვლა იცის, ანალიზის უნარი აქვს აშკარაა, ამიტომ, გააანალიზოს, რომ ეს მას არ შერჩება. მას უფრო მეტად აწყობს, მიშა გადარჩეს და ცოცხალი იყოს", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ და ხელისუფლებამ "ცეცხლთან თამაში შეწყვიტოს".

"თუ მას ოდნავ მაინც პრაგმატიზმი და რაციონალობა შერჩენია, ეს ნაბიჯი ახლავე უნდა გადადგას და არ ეთამაშოს ცეცხლს. ექიმები ამბობენ, რომ მიშას ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ყოველი დღე არის მისი მდგომარეობის გაუარესების რისკი. გაუარესება შეიძლება იყოს სიკვდილის მიზეზი. ამის გათვალისწინებით, მან უნდა განსაზღვროს რამდენად სწორ თამაშს თამაშობს", - განაცხადა ბარამიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მოსამართლე არ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ზეწოლის ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, მათ შორის საპროტესტო აქციებს.

"ყველაფერი განიხილება, რაც კი საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის ყველა მეთოდი. არაერთი აქცია მოგვიწყვია, კიდევ მოეწყობა სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა დროს და ადგილას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ", - განაცხადა ბარამიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა