გიორგი სააკაშვილი - ახლა ხარობენ შუშის სასახლეში და რუსეთში - არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ

მესამე პრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი ეთქვა, „ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში“.

აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ძმამ ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მიღებული. სამ საათზე მეტია ვიმყოფებით სასამართლოში. მოსამართლემ მოისმინა საბოლოო სიტყვები და არც გასულა სათათბიროდ. ანუ აქედან დასკვნა ასეთია, რომ ეს არის მმართველი პარტიის დაცინვა, ეს ხდება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ სირცხვილს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს“, - აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა