თაკო ჩარკვიანი - რეჟიმთან ბრძოლა უფრო მწვავე უნდა იყოს - მოსამართლე გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად არც კი გასულა, რადგან ყველაფერი გაწერილი ჰქონდა

მოსამართლე გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად არც კი გასულა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაწერილი, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შესაფებისას აღნიშნა, "როცა ვიღაცას ყურებით ჰყავხარ დათრეული, დიდი შიში გაქვს", ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

მისივე თქმით, საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის სახით, "ჯოჯოხეთია".

"ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია. თუ ვამბობთ, რომ ასეა, მაშინ რეჟიმთან ბრძოლა უფრო მწვავე უნდა იყოს. აუცილებელია აქციები და უცხოელებთან მუშაობა, რასაც მუდმივად ვაკეთებთ.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. მე ვიცი, რომ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის სახით, ჯოჯოხეთია. მიუხედავად ამისა, ვიფიქრე, იქნებ მოსამართლე არევაძე საკუთარ ოჯახს გაუფრთხილდეს - მეთქი. როგორც ჩანს, როცა ვინმეს ყურებით ჰყავხარ დათრეული, უფრო დიდი შიში გაქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად არც კი გასულა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი ჰქონდა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა