ნიკა მელია - ახლა პარტიის შიგნით ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში  - იდეური დაპირისპირება განზე გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ

იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არიან შეკრებილი.

ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია.

„როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას“, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია, ეს იმედიც გადაწურულია.

ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა მელია - ახლა პარტიის შიგნით ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში  - იდეური დაპირისპირება განზე გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ

იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არიან შეკრებილი.

ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია.

„როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას“, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია, ეს იმედიც გადაწურულია.

ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას