სოფო ჯაფარიძე - პარტიის ოფისში მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს - მე ველოდები დავალებას, ამ წუთიდანვე მზად ვარ ვიბრძოლოთ

დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე შესათანხმებლად პარტიის ოფისში იკრიბებიან.

ჯაფარიძის თქმით, ის ელოდება დავალებებს და მზად არის ბრძოლისთვის.

„ნებისმიერი ქმედებისას, ახალი თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც შედეგზე და რეზულტატზე ორიენტირებული იქნება და არ იქნება პოპულისტური, მე აუცილებლად ვიქნები მათ გვერდით. დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს, დავუდგეთ მას გვერდში და ერთად ვიბრძოლოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადასარჩენად.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალიან მსუყე დაპირებებს ვისმენდით. პირველი დაპირება იყო ის, რომ აქტიურად ვიბრძოლებდით მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს იქნებოდა მასშტაბური აქცია თუ ფიზიკური დახსნა, ბევრი რამ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე მე ველოდები დავალებას. ამ წუთიდანვე მზად ვარ ვიბრძოლოთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მას იმედი აქვს, რომ პარტია მოქმედებაზე დაუყოვნებლივ გადავა.

“შეიძლება, გარკვეულ მხარეებს სხვადასხვა პოზიციები გვქონდეს, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გათავისუფლებას, ყველანი ერთიანი ვართ. ძალიან სწრაფად ველოდებით მათგან დავალებას თუ რა, როგორ, რანაირად და როდის უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ოფისში იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ახალმა თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, შეკრებაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სოფო ჯაფარიძე - პარტიის ოფისში მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს - მე ველოდები დავალებას, ამ წუთიდანვე მზად ვარ ვიბრძოლოთ

დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე შესათანხმებლად პარტიის ოფისში იკრიბებიან.

ჯაფარიძის თქმით, ის ელოდება დავალებებს და მზად არის ბრძოლისთვის.

„ნებისმიერი ქმედებისას, ახალი თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც შედეგზე და რეზულტატზე ორიენტირებული იქნება და არ იქნება პოპულისტური, მე აუცილებლად ვიქნები მათ გვერდით. დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს, დავუდგეთ მას გვერდში და ერთად ვიბრძოლოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადასარჩენად.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალიან მსუყე დაპირებებს ვისმენდით. პირველი დაპირება იყო ის, რომ აქტიურად ვიბრძოლებდით მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს იქნებოდა მასშტაბური აქცია თუ ფიზიკური დახსნა, ბევრი რამ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე მე ველოდები დავალებას. ამ წუთიდანვე მზად ვარ ვიბრძოლოთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მას იმედი აქვს, რომ პარტია მოქმედებაზე დაუყოვნებლივ გადავა.

“შეიძლება, გარკვეულ მხარეებს სხვადასხვა პოზიციები გვქონდეს, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გათავისუფლებას, ყველანი ერთიანი ვართ. ძალიან სწრაფად ველოდებით მათგან დავალებას თუ რა, როგორ, რანაირად და როდის უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ოფისში იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ახალმა თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, შეკრებაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს