დავით უსუფაშვილი - ვიმყოფებით ჩიხში და ამოსვლის ნაცვლად, უფრო და უფრო ღრმად მივდივართ ჭაობში, ორმოში

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, თუმცა ის, როგორც პოლიტიკოსი მაშინ დასრულდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით საბედისწერო ნაბიჯი გადადგა.

„დიახ, სააკაშვილი არის გადასარჩენი, მაგრამ პოლიტიკოსი სააკაშვილები, უსუფაშვილები, ხაზარაძეები, ჯაფარიძეები იმიტომ ვართ წინა პლანზე, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. ჩვენ შევეწირებით საქართველოს კარგად ყოფნას გარეთ მყოფიც, ციხეში მყოფნიც, პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცებს აკეთებს პარლამენტში, თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ცუდად წავა საქმე. მე ადამიანი, მოქალაქე, პერსონა, მამა, მეუღლე, შვილი მიშა სააკაშვილის მიმართ მაქვს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, ადამიანური სოლიდარობის განცდა, მინდა, რომ კარგად იყოს, არ მინდა ასე ვხედავდე, მაგრამ პოლიტიკოსი სააკაშვილი დიდი ხანია დასრულებულია. მან დაისრულა თავისი თავი მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა. ამასობაში, ყველა დანარჩენი, ვინც ჩამოკიდებულია მის ე.წ. ელექტორალურ პოტენციალზე, მას პოლიტიკურად იყენებს. ამაზე თვითონაც არ უთქვამს უარი. მისი ჩამოსვლის დღიდანვე განვაცხადე, რომ მან თავისი თავისთვის საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. მაშინვე ვთქვი, იმედია, ეს არ იქნება საბედისწერო არც პარტიისთვის და არც ქვეყნისთვის მეთქი. ამიტომ, ჩვენ, იმ ხალხმა, ვინც პოლიტიკაში ვართ და პოლიტიკოსობაზე გვაქვს პრეტენზია, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ როდესაც ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ღირსების შელახვაა, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ასეთ დღეშია.

როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, სააკაშვილი უნდა გადარჩეს, მაგრამ არავის გადარჩენაზე არ გადის ეს გზა.

„ძალიან დიდი ხანია ეს პროცესი ვნებს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ეს არის სადარდებელი. ნაკლებად გავუწევ ანგარიშს ახლა, ვის რა გვიხარია და რა არა, გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის და საზოგადოების დაზიანების პროცესი გაგრძელდება, რადგან მოვლენათა თანხვედრის გამო, ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით იმ ჩიხში, რომლიდან ამოსვლის ნაცვლად, უფრო და უფრო ღრმად მივდივართ ამ ჩიხში, ჭაობში, ორმოში. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო მაშინ დგება სწორ გზაზე, თუ ამას მოინდომებს, მაგრამ თუ საზოგადოებას ეს არ გვინდა და მთავარ ამოცანად ის გვაქვს დასახული, მე აქეთა მხარემ მეორეს ანგარიში უნდა გავუსწორო, როგორ შეიძლება რომელიმე წინ წავიდეს, ორივე უკან მიდის. ეს ორპოლუსიანობა და დაპირისპირება, რომელიც სააკაშვილმა დათესა ქვეყანაში, ივანიშვილი დაგვპირდა ამ დაპირისპირების მოსპობას და მის ნაცვლად, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა, კიდევ უფრო არაადამიანური და არაჰუმანური ელფერი შესძინა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა