გიორგი ჩალაძის განცხადებით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სასიკვდილო განაჩენი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.

„ჩვენ კომუნიკაცია მოვახდინეთ როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ კოლეგებთან. შემდეგი დღეების განმავლობაში ძალიან აქტიური მუშაობა იქნება, მაგრამ ახლა თითოეული თქვენგანის ჯერია. გეგმა ლევან ხაბეიშვილმა უკვე გამოაცხადა. ამიტომ ყველას გელოდებით ნახევარ საათში. ყველა თქვენგანს, იმ რეგიონებში, იმ შტატებში და იმ წყაროებით, რომელზეც მქონდა საუბარი, მიღებული გაქვთ შეტყობინება, რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ, ახლა დროა დავირაზმოთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. შემდეგი ნაბიჯი გამოცხადდება ღარიბაშვილის სახლთან“, - განაცხადა ჩალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა იგულისხმება საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაში, ჩალაძემ განმარტა, რომ ვისაც რუსეთი უნდა, ფუფუნებაში ვეღარ იქნება.

„არავინ იქნება ფუფუნებაში და კომფორტში მაცხოვრებელი ამ ქვეყანაში, საქმე ეხება იმათ, ვისაც უნდა რუსეთის ორბიტა“, - განაცხადა ჩალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა