ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეასრულოს დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი - კარგად დაიმახსოვრეთ: დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგეგმება საერთაშორისო პარტნიორებთანმუშაობა, რათა „გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე“.

ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასჯელის გადავადების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. დღეის ამას იქით, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ამას პრემიერ ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს.

ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება ხვალ მათთან ერთად რაიონებში, რეგიონებში აქტიურობები.

მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან შეხვედრებს და კონკრეტული კომუნიკაციების დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

ასევე დღეს, გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთივე აქტივობები გვექნება ყოველდღიურად. ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც თქვენ ჩაგრავთ და ვისაც თქვენ უკლავთ ევროპულ მომავალს. ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობის მიღებას და რაღაც თამაშებში შეყვეს „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე და როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს შევხვდებით, სწორედ ამიტომ შევხვდებით, რომ ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა