სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მსხვერპლებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება 59 საქმეზე მიეცათ

მსხვერპლის ჩართულობა გამოძიების პროცესში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, სამსახურის თითქმის 1-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მსხვერპლებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება 59 საქმეზე მიეცათ.

„2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო ქართული საგამოძიებო სივრცისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობით საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის კუთხით. უფრო კონკრეტულად კი შეიქმნა და ამოქმედდა სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება გამოძიების გამჭირვალობისა და მსხვერპლის ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, მას სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რაც პრაქტიკაში წარმატებით ხორციელდება.

იმისათვის რომ მსხვერპლმა ისარგებლოს აღნიშნული უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობით საჭიროა მხოლოდ არსებობდეს მოცემულობა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა იძიებდეს საქმეს სამართალდამცავის მხრიდან ამ კონკრეტული მსხვერპლის მიმართ არასათანადო მოპყრობის, წამების ან/და ძალადობრივი სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. საქმის მასალებთან წვდომის სახელმძღვანელო პრინციპების ამოქმედებიდან დღემდე ამ უფლებით 59 საქმეზე ისარგებლეს მსხვერპლებმა,“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა