სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პრობლემა საერთაშორისო წნეხის შედეგად  გადაიჭრება - ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას

მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად - ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს სამართლის აღსრულებასთან და არევაძე არის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად შერჩეული მოსართლე, რომელმაც წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება წაიკითხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც.

მისი თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ არის ერთი პირის პრობლემა ან პარტიული საკითხი, არამედ განიხილავენ მას, ევროპული მომავლის კონტექსტში და მჭიდრო კოორდინაცია აქვთ ევროპელ კოლეგებთან, რომლებთანაც საუბრობენ ქვეყნის ყველა გამოწვევაზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

„სააკაშვილის საკითხზე პოზიციას დიდი ხანია ვაფიქსირებთ და ეს პოზიცია ცნობილია და მას ვაფიქსირებთ ყველა ტრიბუნიდან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა, არ უწყობს ხელს არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას, არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას და საბოლოო ჯამში აზიანებს იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართულნი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა