მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა

მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას რამდენიმე დღე გვაშორებს. 16 თებერვლიდან ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამ ისტორიული მოვლენისათვის სათხილამურო ფედერაცია, მისი გენერალური სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები, პარტნიორი კომპანიები ბოლო 5 წლის მანძილზე ემზადებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სილქნეტმა სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიასთან შეხვედრა გამართა და ჩემპიონატის მზადების პროცესი გაააცნო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და სპორტის გულშემატკივრებს. სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული სახეობა, ტრასების სპეციფიკა, სპორტსმენის შეფასების კრიტერიუმები. ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად ყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 2023 წლის მთავარ ღონისძიებას ვმასპინძლობთ და სილქნეტი არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი საქართველოში. დაარსების დღიდან, კომპანია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია, თუმცა მხარდაჭერა გაცილებით ადრე იწყება. სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იყო ის, ვინც ძალიან აქტიურად ედგა მხარში ფედერაციას. სწორედ მისი და მერე უკვე ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო არის ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი. “ - განაცხადა სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა კატო ჯავახიშვილმა.

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა. კურორტზე საგანგებოდ აიგო 6 საშეჯიბრო ტრასა, დამონტაჟდა 3 ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები.

როგორც სათხილამურო ფედერაციის მედია კოორდინატორმა ნინო მეგრელიშვილმა განმარტა, ჩემპიონატის მსვლელობისას გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება, თუმცა, ყველა აკრედიტირებულ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს მიეცემა კომფორტულად მუშაობის საშუალება. მედიისთვის გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები კოხტა-მიტარბის და დიდველის ტრასებთან.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ბაკურიანი 2023-ის ოფიციალური პარტნიორი, „სილქ ჰოსპითალითი“ კვების ობიექტებით გაუწევს მასპინძლობას მსოფლიო ჩემპიონატს.

„სულ რამდენიმე დღეში დაიწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩემთვის როგორც „სილქ ჰოსპითალითის“ წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიების პარტნიორობა. მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სტუმარ-მასპინძლობა.“- განაცხადა „სილქ ჰოსპითალითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იორდ ქიუთიმ.

ბაკურიანს ჩემპიონატზე 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო არხი „ევროსპორტი“, სპეციალური რეპორტაჟები და ჩართვები ექნებათ სხვა უცხოურ არხებს. უკვე ცნობილია, რომ ქართველ გულშემატკივარს „ევრონიუს ჯორჯიას“, „სილქ უნივერსალის“ და Silk Sport 1-ის არხებზე მსოფლიო ჩემპიონატის თვალის მიდევნება შეეძლება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს ბაკურიანში!

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა