შალვა კერესელიძე უმრავლესობას - ევროპა მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის და კორუფციულად ნაშოვნი ფულის დასახარჯად გინდათ - საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ

ტყუილად ოცნებობთ, რომ ხართ შეუცვლელები და მარადიულები. შეუცვლელი და მარადიული ხელისუფლება არ არსებობს და საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც კი ვერ მიიღოთ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია სახელმწიფოს, თითქმის, ყველა ინსტიტუციაში მეტასტაზებივითაა მოდებული.

„სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სახელისუფლებო კრიზისში იმყოფება და ნაცვლად იმისა, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგი „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობითა და დახმარებით, ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რაც საზოგადოებას რეალურად არ აინტერესებს. ასეთმა მიდგომებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში ჩააყენა. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ხელისუფლებამ ისეთი შეცდომების დაშვებაც კი დაიწყო, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სანაცვლოდ, რუსული რეკომენდაციების შესრულებაც კი დაიწყო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშებიდან გამომდინარე, უარი თქვით საარჩევნო სისტემაში ძალიან ბევრ დემოკრატიულ და სამართლებრივ ცვლილებებზე. ელიტური, სისტემური, ორგანიზებული, ქაოტური კორუფცია, ნეპოტიზმი, კრონიზმი ამ ხელისუფლების განუყოფელ ნაწილად იქცა და სახელმწიფოს, თითქმის, ყველა ინსტიტუციაში მეტასტაზებივითაა მოდებული და არაფრისმთქმელ და არაფრისმომცემ ანტიკონსტიტუციური ბიუროს შექმნით გსურთ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროთ?! საქართველოს ხელისუფლებას გაჩაღებული აქვს ანტიდასავლური პოლიტიკა. ღიად უპირისპირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებთ დიპკორპუსის წარმომადგენლებს, ვითომდა ევროპა გვინდა, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სამწუხაროდ, არ გვინდა.

ევროპა გინდათ მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის და კორუფციულად ნაშოვნი ფულის დასახარჯად. საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი შესაშური გამბედაობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისთვის სასარგებლო პოზიციონირებისთვის, საშინაო დავალებების კარგად შესრულებისთვის, რუსეთის ხელისუფლების ქება და ქებაც კი დაიმსახურა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატს. ტყუილად ოცნებობთ, რომ ხართ შეუცვლელები და მარადიულები. შეუცვლელი და მარადიული ხელისუფლება არ არსებობს და საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც კი ვერ მიიღოთ“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა