გიორგი ბოტკოველი - დღეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კოორდინაციაში ყოფნა, მათთან მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მათ შორის, საკრებულოების დონეზე

დღეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კოორდინაციაში ყოფნა, მათთან მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მათ შორის, საკრებულოების დონეზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა, რომ მუშაობა საკრებულოს დეპუტატებმაც შეწყვიტონ.

მისივე თქმით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე, თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ. დღეს "ქართულ ოცნებასთან" რაიმე კოორდინაციაში ყოფნა, მათთან მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩვენ ვნახეთ გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს შეიძლება არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და პროცედურულად გააფორმა არევაძემ," - განაცხადა ბოტკოველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა