ირაკლი კობახიძე - არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში - მინიმალური რეგულაციებით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები

ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ქართული დემოკრატია და ქართული კულტურა, მათ შორის პოლიტიკური და მედია კულტურა - ვიდრე მივალთ იმ დონემდე, სანამ რეგულაციები არ გახდება საჭირო, ელემენტარული, მინიმალური რეგულაციებით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტში ქცევის წესები, რომელიც საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი ბრძანებით დააწესა.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნული რეგულაციით „არავის ეზღუდება კრიტიკული ფორმით კითხვის დასმის საშუალება“. როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის მინიმალური რეგულაციები, რათა „ელემენტარული ჩარჩოები არსებობდეს“.

„მწვავე კითხვების დასმა ჟურნალისტებს ახლაც შეუძლიათ, არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე იყო ამის ინიციატორი, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ და რეალურად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, არის მინიმალური რეგულაციები დაწესებული. ევროპაში ან თუნდაც კონგრესში რა რეგულაციები მოქმედებს, ჩვენს რეგულაციებზე ასჯერ უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს. რეალურად, ჩვენ არ გვაქვს მკაცრი რეგულაციები, ეს არის მინიმალური რეგულაციები დადგენილი, რათა ელემენტარული ჩარჩოები არსებობდეს. არავის ეზღუდება კრიტიკული ფორმით კითხვის დასმის საშუალება. ამ კუთხით ნული შეზღუდვა არის დაწესებული.

ოთახში რომ არ უნდა შეუვარდე ადამიანს, რომ არ უნდა გაეკიდო, ეს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

დამერწმუნეთ, უამრავ პარლამენტში ვარ ნამყოფი. არ ვიცი არცერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში და ა.შ. საუბარია ამ ელემენტარულ, ცივილიზებულ სტანდარტებზე. ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ქართული დემოკრატია და ქართული კულტურა, მათ შორის პოლიტიკური და მედია კულტურა - ყველაფერი თანდათანობით განვითარდება და ვიდრე მივალთ იმ დონემდე, სანამ რეგულაციები არ გახდება საჭირო, ელემენტარული, მინიმალური რეგულაციებით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები. მაგალითად, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ვიდექი, ყველა კითხვას, რომელიც აქ დაისვა, გავეცი პასუხი, მერე კონკრეტული ჟურნალისტი გამომეკიდა, ფლიგელიდან ფლიგელში მომდევდა, როცა შეეძლო, რომ მშვიდად დაესვა შეკითხვა, როდესაც ვიდექი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარი ბრძანებით აწესებს.

ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა