ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - დუმილი უკვე დანაშაულია - არ იმსახურებს გელათი, ჩახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, იქ რა ხდება? - რელიგიურ დღესასწაულებზე გრძელი სანთლებით პოზირებით იმიჯის გადარჩენას ვერ შეძლებთ

როდემდე აპირებთ დუმილს? არ იმსახურებს გელათი, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები ჩახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, რა ხდება იქ? მარტო რელიგიურ დღესასწაულებზე გრძელი სანთლებით მედიის წინ პოზირება არ არის ის, რითაც შეძლებთ, იმიჯი გადაირჩინოთ,- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საკითხზე პარლამენტის დუმილი დანაშაულია. მისი თქმით, უკვე დაიკარგა ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და კიდევ უფრო მეტი დაიკარგება.

„მინდა გესაუბროთ საკითხზე, რომელზე დუმილიც დიდი ხანია ნარჩუნდება საქართველოს პარლამენტში და ეს დუმილი უკვე დანაშაულია. ამ დანაშაულს ჰქვია გელათის ნგრევა, რაზეც საქართველოს პარლამენტი, სამწუხაროდ, დიდი ხანია ინარჩუნებს დანაშაულებრივ დუმილს. მესმის, რომ ძალიან ენდობით კულტურის მინისტრს, რომელიც გარწმუნებთ, რომ ყველაფერს აკეთებს გელათის გადასარჩენად. რაც თანამდებობაზე მოვიდა, ყოველ დღე ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ შედეგი ადასტურებს, რომ ვერაფერს და არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ გელათში ნგრევა შეჩერდეს. ამას ადასტურებს რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა. ბოლო კვლევა, ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მიერ ჩატარებული, ადასტურებს ყველაფერს, რაზეც თვითმხილველები, დარგის სპეციალისტები, მე და რამდენიმე ადამიანი ამ დარბაზში, მუდმივად გეუბნებოდით - გელათი ინგრევა. იმ მიდგომით, რაც კულტურის სამინისტროს აქვს, რომ პროცესები გასაიდუმლოებულია, გამოთიშულია სამეცნიერო კომპონენტი და გაუგებარი მეთოდოლოგიით ხდება მუშაობა, ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს. როდემდე აპირებთ დუმილს? არ იმსახურებს გელათი, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრები ჩახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, რა ხდება იქ? არ ფიქრობთ, რომ გელათი ამას იმსახურებს? მარტო რელიგიურ დღესასწაულებზე გრძელი სანთლებით მედიის წინ პოზირება არ არის ის, რითაც შეძლებთ, რომ გადაირჩინოთ იმიჯი. ისტორია ყველას დაიმახსოვრებს - მათ, ვინც ვცდილობთ და მათაც, ვინც არაფერს აკეთებდით და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. ტაძარი ინგრევა და ეს იქნება არა მხოლოდ თეა წულუკიანის, არამედ თქვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილს შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და გაახსენა, რომ მაშინ, როდესაც მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტში იყო, განათლებისა და კულტურის კომიტეტმა ადგილზე, გასვლითი სხდომები ჩაატარა და დარღვევები გამოავლინა.

„ქალბატონო ანა, თქვენ ბოიკოტში იყავით, როდესაც პარლამენტი ამ საკითხებით იყო დაკავებული. განათლებისა და კულტურის კომიტეტმა, სადაც თქვენ არ მოდიოდით, ამ საკითხს რამდენიმე, მათ შორის, გასვლითი სხდომაც მიუძღვნა, რის შედეგადაც, რესტავრაციის პროცესში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. თქვენ, როგორც მაყურებელს, გახსოვთ კომიტეტის გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები, რომლის შედეგია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით დღეს ბევრი რამეა ცნობილი. დღევანდელი ბევრი კრიტიკოსი არ მახსოვს, რომ მანამდე რამეს ამბობდა. მადლობა, რომ ამ საკითხით დაინტერესდით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა