სანდრო რაქვიაშვილი - ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს - ჩვენ თუ ძალით მიგვყავს ადამიანები ჯარში და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?!

ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს - ჩვენ თუ ძალით მიგვყავს ადამიანები [ჯარში] და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?! - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო რეფორმა, რომელიც ახლა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, არის ტესტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ან გადავდგათ ნაბიჯი ცივილიზებული სამყაროსკენ ან დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს.

„სამხედრო რეფორმა, გარკვეულწილად, გვაჩვენებს თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ მოქალაქეებს. ჩვენი, გენერლების, მთავრობის გადმოსახედიდან ჩვენი მოქალაქე თავისუფალი ადამიანია, რომელიც თვითონ განკარგავს თავის სხეულს, თვითონ შეუძლია აირჩიოს პროფესია თუ ის მონაა, რესურსია, რომელიც შეიძლება, მაგალითად, გადავანაწილოთ, წავიყვანოთ სადმე ან არ წავიყვანოთ. სამხედრო რეფორმა, რომელიც ახლა შემოდის ჩვენა ქვეყანაში, არის ტესტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ან გადავდგათ ნაბიჯი ცივილიზებული სამყაროსკენ ან დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს, სადაც მართლა მონები ვიყავით. მონათმფლობელს შეიძლებოდა ეთქვა ამ მონებს მე წავიყვან ჯარში, ეს დედისერთაა შემეცოდა და იყოს, კარგი არ გამოვიყენებ. სინამდვილეში, ყველგან სადაც გაიაზრეს, რომ ადამიანის ცხოვრება ღირებულია, დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ მოქალაქეებს, როგორც თავისუფალ ადამიანებს მოვეპყროთ. ჩვენი დამსახურებით სავალდებულო გაწვევა ჩვენს ქვეყანაში დასრულებულია და არავინ წავა ჯარში თუ ეს მას არ უნდა. ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს. მონობა იმიტომ, რომ როცა ადამიანს წაიყვანს ჯარში თუ ეს მას არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვეპყრობით როგორც მონას. არადა სიტყვიერ დონეზე ხომ ყველა პატრიოტები ვართ, ყველას გვიყვარს ჯარი, ყველა პატივს ვცემთ ჯარისკაცს. ჩემი აზრით, ჯარისკაცის პატივისცემა არის ის, რომ მას როგორც თავისუფალ ადამიანს ისე შევხედოთ და არა როგორც მონას. ვკითხოთ, მაგალითად, უნდა თუ არა მსახურება, თუ უნდა, დავაფასოთ მისი შრომა, გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც მათ ყოველდღიურ პრობლემებზე არ ანერვიულებს, სანამ ჯარში იქნებიან. მაგრამ ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, ძალით მიგვყავს ადამიანები და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?!“- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სანდრო რაქვიაშვილი - ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს - ჩვენ თუ ძალით მიგვყავს ადამიანები ჯარში და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?!

ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს - ჩვენ თუ ძალით მიგვყავს ადამიანები [ჯარში] და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?! - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო რეფორმა, რომელიც ახლა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, არის ტესტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ან გადავდგათ ნაბიჯი ცივილიზებული სამყაროსკენ ან დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს.

„სამხედრო რეფორმა, გარკვეულწილად, გვაჩვენებს თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ მოქალაქეებს. ჩვენი, გენერლების, მთავრობის გადმოსახედიდან ჩვენი მოქალაქე თავისუფალი ადამიანია, რომელიც თვითონ განკარგავს თავის სხეულს, თვითონ შეუძლია აირჩიოს პროფესია თუ ის მონაა, რესურსია, რომელიც შეიძლება, მაგალითად, გადავანაწილოთ, წავიყვანოთ სადმე ან არ წავიყვანოთ. სამხედრო რეფორმა, რომელიც ახლა შემოდის ჩვენა ქვეყანაში, არის ტესტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ან გადავდგათ ნაბიჯი ცივილიზებული სამყაროსკენ ან დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს, სადაც მართლა მონები ვიყავით. მონათმფლობელს შეიძლებოდა ეთქვა ამ მონებს მე წავიყვან ჯარში, ეს დედისერთაა შემეცოდა და იყოს, კარგი არ გამოვიყენებ. სინამდვილეში, ყველგან სადაც გაიაზრეს, რომ ადამიანის ცხოვრება ღირებულია, დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ მოქალაქეებს, როგორც თავისუფალ ადამიანებს მოვეპყროთ. ჩვენი დამსახურებით სავალდებულო გაწვევა ჩვენს ქვეყანაში დასრულებულია და არავინ წავა ჯარში თუ ეს მას არ უნდა. ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს. მონობა იმიტომ, რომ როცა ადამიანს წაიყვანს ჯარში თუ ეს მას არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვეპყრობით როგორც მონას. არადა სიტყვიერ დონეზე ხომ ყველა პატრიოტები ვართ, ყველას გვიყვარს ჯარი, ყველა პატივს ვცემთ ჯარისკაცს. ჩემი აზრით, ჯარისკაცის პატივისცემა არის ის, რომ მას როგორც თავისუფალ ადამიანს ისე შევხედოთ და არა როგორც მონას. ვკითხოთ, მაგალითად, უნდა თუ არა მსახურება, თუ უნდა, დავაფასოთ მისი შრომა, გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც მათ ყოველდღიურ პრობლემებზე არ ანერვიულებს, სანამ ჯარში იქნებიან. მაგრამ ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, ძალით მიგვყავს ადამიანები და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?!“- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია