თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა, ხოლო თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.

ასევე, საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ბათუმის, მერმა არჩილ ჩიქოვანმა დატოვა.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო, თურქეთის რესპუბლიკაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა.