გიორგი მუმლაძე - უნდა ვეცადოთ, ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, „ქართული ოცნება“ შეწუხდეს, სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთრებად რომ აქციეს, 24-საათიან რეჟიმში მათ უსაფრთხოებაზე უნდა იყოს გადართული

გუშინ მოსამართლე არევაძემ პირდაპირ წაიკითხა ბიძინა ივანიშვილის დავალება და ეს დავალება თავიდან ბოლომდე იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში უნდა მოკვდეს, პუტინის საამებლად, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი მუმლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში აქტიური უნდა იყოს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, ეს პროცესები, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად გადმოვიტანოთ ქუჩაში. პოლიტიკური პროცესები უნდა იყოს ქუჩაში აქტიური, ვინაიდან, სხვა ინსტიტუციური მექანიზმები გამორიცხა და გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. ჩვენ გუშინ ღამით მივედით ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან და ვუთხართ, რომ მას ყველგან მივაკითხავდით, დღეს მოვედით აქ კანცელარიასთან.

ასევე, დღეს გახდება ცნობილი კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც ეს კონკრეტული გეგმა მთელ ქვეყანას მოედება. საბოლოოდ, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ რუსი ოლიგარქის მიმართ იძულების კამპანია, რომ ამ კამპანიამ შედეგები მოგცეს. 100%-ით პოლიტიკაში არ არსებობს ფორმულები, ეს მოხდება ან არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ცდა არ უნდა დავაკლოთ იმას, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მომხრე, მოკავშირე, თანამოაზრე გააერთიანოთ და მივმართოთ რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეჟიმს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეწუხდეს, სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომ საკუთრებად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, 24 საათიან რეჟიმში გადართული უნდა იყოს მათ უსაფრთხოებასა და დაცვაზე“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა თავიდანვე შეცდომა იყო.

„თავიდანვე შეცდომა იყო გაყალბებულ პარლამენტში მთელი ოპოზიციის შესვლა. ამით პრაქტიკულად მესამე ვადა გაუხანგრძლივეს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. რაც შეეხება იქიდან გამოსვლას ან არ გამოსვლას, მე ვითხოვ ერთ რამეს, ყველა დეპუტატი,რომელმაც მიიღო მანდატი და ხალხის ნდობა, უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაგვიდგეს წინ, იბრძოლოს ჩვენთან ერთად. იმას არ დავუშვებ, რომ ვიღაცამ მერე დამაყვედროს, მე მანდატი დავტოვე. ეს მანდატი ხალხს ეკუთვნის და ახლა ბრძოლას გთხოვთ. ეს ბრძოლა ფორმალური სტატუსით, დეპუტატები იქნებით თუ არადეპუტატები, მაინც უნდა შედგეს“, - განაცხადა მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა