კობა ნაყოფია ახალარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას განცხადებით, ის არ აპირებს ახალარჩეულ პოლიტსაბჭოში ყოფნას.

ნაყოფიას თქმით, პოლიტსაბჭო ისე ჩატარდა, ვერავინ გაიგო და ის არ ისარგებლებს შესაბამისი კვოტით.

"მინდა გამოვეხმაურო პოლიტსაბჭოს არჩევნებს, რომელიც ისე ჩატარდა ვერავინ გაიგო.

პოლიტსაბჭო, რომელიც ფუნქციონირებდა, ბოლო, 10 000 კაციან ყრილობაზე იყო არჩეული. ახლა კი, ამხელა ლეგიტიმაციის პოლიტიკური საბჭო, 300 - კაციანი ყრილობით გადაირჩიეს.

ამ პოლიტსაბჭოში მეც აღმოვჩნდი, თურმე დეპუტატის მანდატის კვოტით.

არ ვისარგებლებ ამ კვოტით და არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ.", - აღნიშნა კობა ნაყოფიამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია