ფოთის მერია ჩემპიონ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ფოთელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„მიმდინარე წლის 30 იანვარს - 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ მოკრივეებმა. გიორგი საჯაიამ 54 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი (მწვრთნელი დავით დავთიან).

შოთა ჯიქიამ 71 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი (მწვრთნელი დავით დავთიან). გიორგი ნაროუშვილმა 86 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ოქროს მედალი (მწვრთნელი ვლადიმერ ჭანტურია). ირაკლი ჯანელიძემ 75 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ვერცხლის მედალი (მწვრთნელი თემურ ოჩიგავა).

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა