ქუთაისში „დავითობას“ აღნიშნავენ

ქუთაისში მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს „დავითობას“ აღნიშნავენ. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა და ჩოხოსნებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.

„დავითობის“ დღესასწაულს გილოცავთ გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან! საქართველოს ყველაზე გამორჩეულმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა გააერთიანა და გააძლიერა ჩვენი ქვეყანა. მის სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები, დიადი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, გელათის მშენებლობა, „გალობანი სინანულისანი“. „დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის, რადგან მეფეთ- მეფემ სწორედ ჩვენი ქალაქიდან ჩაუყარა საფუძველი ყველა საარაკო გამარჯვებას. დღეს პატივი მივაგეთ დიდი მეფის ხსოვნას, ყვავილებით შევამკეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი. წმინდა დავით მეფის მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„დავითობა“ მოქალაქეებს ლევან სანიკიძემაც მიულოცა.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეს. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეს ძლევაი საკვირველი. ქართველი მეფის, დავითის დიდი ღვაწლი არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თვითმყოფადობა, სარწმუნოება და ქვეყანა გვაქვს შენარჩუნებული,“ - ლევან სანიკიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა