თამარ კორძაია - სააკაშვილმა 46 კილოგრამი დაიკლო და ეს კლება თუ არ შეჩერდა, შემდეგ უკვე შესაძლოა, ვეღარც ქვეყნიდან გაყვანამ უშველოს - ახლა პრეზიდენტისგან შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომ გადაარჩინოს

თუ ხელისუფლება იქამდე მივა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკლას, ჩვენ ვერ მოვერევით და მაშინ ამას მართლა რევოლუცია დასჭირდება, მაგრამ არ გვინდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, ყველამ ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კორძაიას შეფასებით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ამით ის ვერ გათავისუფლდება, პოლიტიკური და ზურაბიშვილის მხრიდან „თავის არიდებაა“.

„როდესაც შეწყალებას ვითხოვთ, ეს არის პოლიტიკურ-ჰუმანური აქტი, რადგან სამართალი ჰუმანიზმზე დგას. შემთხვევითი არ იყო, როდესაც ზელენსკიმ ასეთი სიტყვებით მიმართა საქართველოს - „გამოიჩინეთ გულმოწყალება“. თუ პრეზიდენტი პირველ ეტაპზე თვლიდა, რომ მასზე იყო ზეწოლა საზოგადოების მხრიდან, შეიწყალეო, მაშინ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნა, ახლა კი ჰუმანურია. სააკაშვილმა 46 კილოგრამი დაიკლო და ეს კლება თუ არ შეჩერდა, შემდეგ უკვე შესაძლოა, ვეღარც ქვეყნიდან გაყვანამ უშველოს. ახლა შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომ გადაარჩინოს“,- განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, რა მოჰყვება იმას, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს და გაუშვებენ თუ არა ასეთ შემთხვევაში მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, კორძაია ამბობს, რომ „ეს გააძლიერებდა საერთაშორისო ზეწოლას და შექმნიდა პირობებს“.

„მე თუ ადამიანს სასწრაფოს არ გამოვუძახებ, ადამიანი ხომ ნამდვილად მოკვდება? არ ვიცი, ექიმი გადაარჩენს თუ არა, მაგრამ შეიძლება, რომ სასწრაფო არ გამოვუძახო და ჩემი გასაკეთებელი არ გავაკეთო? რატომ, ჩემი საქმე არაა? ასე იქცევა ზუსტად [პრეზიდენტი]. მან რომ შეიწყალოს, სასამართლოს რა არგუმენტი დარჩება? პრეზიდენტი რომ შეიწყალებს და დაასაბუთებს იმით, რომ ხედავს, რისკია იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი მიადგეს, რა, არ აქვს ამის უფლება?“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამით „ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი მიესაჯა“.

მისივე თქმით, სააკაშვილი შეწყალებით ვერ გათავისუფლდება და ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო