ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის არგუმენტები მესმის, თუმცა, არ ვეთანხმები - სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა მოიტანს დეპოლარიზაციასაც

პრეზიდენტის არგუმენტები მესმის, თუმცა, არ ვეთანხმები - სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა მოიტანს დეპოლარიზაციასაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დასატოვებლად ბერკეტები მაინც რჩება.

"ის, რომ მთავარი პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება", ეს ცხადია და კობახიძის განცხადებამაც დაადასტურა, რომ მიღებული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პოზიციაა და უბრალოდ გაახმოვანა მოსამართლემ, ამ ნაწილში პრეზიდენტის მოსაზრებას აქვს სრული საფუძველი. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, მესმის ის არგუმენტები რაზე დაყრდნობითაც ასე ხედავს საკითხს, თუმცა, არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, იმის მიუხედავად, თუ როგორ მოიქცევა მერე "ქართული ოცნება" და გამოიყენებს თუ არა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც დატოვოს პატიმრობაში. ვფიქრობ, პრეზიდენტმა მისი წილი ნაბიჯი ამ პროცესში უნდა გადადგას. სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა ჰუმანიტარულ ჭრილში მოიტანს დეპოლარიზაციასაც.

ქვეყნის რეპუტაციას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ლახავს ის, რომ ამდენი წელია სასამართლო რეფორმაზე გვესაუბრება ყველა ჩვენი პარტნიორი და წინ კი არ მიდის პროცესი, პირიქით, ფაქტობრივად, უარესდება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამით "ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი მიესაჯა." მისივე თქმით, სააკაშვილი შეწყალებით ვერ გათავისუფლდება და ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო