შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აგრძელებდა მუშაობას ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. 2022 წელს პარლამენტმა მიიღო 298 კანონი,’ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

,,ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლას, ქმნის ბევრ ახალ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის, განათლების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებში. საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშნავს ამ მიმართულებებით უკეთეს პირობებს, უკეთეს სტანდარტებს, უფრო მაღალ ხარისხსა და უკეთეს ხელმისაწვდომობას. ასევე, მივიღეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ ყველას, განსაკუთრებით კი დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შემცირებული საბანკო ხარჯებით გადარიცხვების განხორციელება. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუმჯობესდება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლების და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და გახდა 2000 ლარი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა