სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა იმალებოდა და დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი სახლის პატრონი ომიანე ჯიქია. მეზობლებისთვის უცნობია, იმალებოდა თუ არა ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში. როგორც ისინი ამბობენ, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

„დილის ხუთ საათზე ჩაუტარებიათ სპეცოპერაცია. ჩემმა ბიჭმა მითხრა, ომიანეს სახლში იყო ესებუა და აუყვანიათო. პირველად მესმის, რომ ესებუა აქ იყო. არც მსმენია, რომ ამათ რაიმე ნათესაური კავშირი ჰქონდათ. კომუნიკაცია ამ ოჯახთან მქონდა, დავდიოდი მათთან, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია“, - განაცხადა ომიანე ჯიქიას მეზობელმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს