შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად

მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მუდმივმა საპარლამენტო დელეგაციებმა, მეგობრობის ჯგუფებმა 66 საგარეო ვიზიტი განახორციელეს და 33 დელეგაცია მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 2022 წლის აპრილში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში და აღნიშნა, რომ საქართველოს მტკიცე დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ეს ვიზიტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა იყო.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი შემდგომშიც გამოიყენებს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის სანდო და პროგნოზირებად მოთამაშედ დარჩეს.

„მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად.

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მუდმივმა საპარლამენტო დელეგაციებმა, მეგობრობის ჯგუფებმა 66 საგარეო ვიზიტი განვახორციელეთ და 33 დელეგაცია მივიღეთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირადად ვუმასპინძლე აზერბაიჯანის, ჩეხეთის, თურქეთის, შვეიცარიის, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს და სხვადასხვა საგარეო ვიზიტების ფარგლებში, 4 კონტინენტიდან 37 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდი.

განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წლის აპრილში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, სადაც ჩვენს უკრაინელ კოლეგებს შევხვდით და კიევში, ბუჩასა და ირპინში რუსეთის სასტიკი ქმედებები ვიხილეთ. ვინ, თუ არა საქართველომ, იცის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და ტკივილი. ამიტომ საქართველოს მტკიცე დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ეს ვიზიტი იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. გასულ წელს, საქართველოს მთავრობის და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით და საქართველოს და უკრაინის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ორგანიზებით უკრაინელ ბავშვების რამდენიმე ჯგუფს ვუმასპინძლეთ, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ მცირე ხნით მაინც მოწყვეტოდნენ ომის სასტიკ რეალობას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ჯგუფის წევრებს. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სისხლის დონაციის და ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციაში მონაწილეობისთვის.

2022 წელს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით გამორჩეული ფაქტი იყო აგრეთვე მრავალწლიანი მცდელობის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია AIPA-ის წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვისა და არაღიარების პოლიტიკის შემდგომი მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

ჩვენ შემდგომშიც გამოვიყენებთ ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის სანდო და პროგნოზირებად მოთამაშედ,“ - განახადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა