შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

2024 წლიდან პარლამენტის არჩევა სრულად პროპორციული წესით მოხდება, რაც პარლამენტის მუშაობის სტილსაც მნიშვნელოვნად შეცვლის. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე, საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ასევე პარლამენტის ორგანიზაციული მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური სივრცე იქნება, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ მეტი გაიგონ.

„მოგეხსენებათ, 2024 წლიდან პარლამენტის არჩევა სრულად პროპორციული წესით მოხდება, რაც პარლამენტის მუშაობის სტილსაც მნიშვნელოვნად შეცვლის. ასევე, უკვე წლებია იზრდება თანამედროვე განვითარებებისთვის პარლამენტის მხრიდან ფეხის აწყობის აუცილებლობა, იქნება ეს ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ახალი მიმართულებების დანერგვა, თუ ჩართულობისა და ღიაობის ახალი ინიციატივების შემოტანა. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე, საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, ორგანიზაციულ გაძლიერებას. ყველა ამ მიმართულებით 2022 წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმო და მიმდინარე წელს ამ პროცესს გავაგრძელებთ, რათა 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით.

საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში 327 ჯგუფს, 5500-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას ვგეგმავთ, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური სივრცე იქნება. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა