შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში უმასპინძლა 327 ჯგუფს, 5500-მდე ვიზიტორს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება იგეგმება.

„იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით, მათ ექნებათ შესაძლებლობა მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა