შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიისთვის ქცევის ნორმების ამოქმედებაზე - იმდენად ლოგიკური, ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესოა ეს წესი, მიკვირს, რაღაც კითხვები რომ შეიძლება იყოს

იმდენად ლოგიკური, იმდენად ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესოა ის წესი, რომელიც შემოვიღეთ, მიკვირს კიდეც, ამასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები რომ შეიძლება იყოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედებას, რომელიც თავად გამოსცა.

პაპუაშვილის თქმით, მედიისთვის ქცევის ახალი ნორმების დაწესება პარლამენტში სამუშაო პროცესის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

„მედიის აკრედიტაცია - ეს არის მომენტი, როცა ვაკვირდები, რადიკალური განწყობები გაქვთ, თუ - არ გაქვთ. იმდენად ლოგიკური, იმდენად ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესოა ის წესი, რომელიც შემოვიღეთ, მიკვირს კიდეც, ამასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები რომ შეიძლება იყოს. მედიას მივმართავ, გასაგებია, როცა გარკვეული წესები შემოდის, ნებისმიერ საკითხში, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, როცა სრული, აბსოლუტური თავისუფლება გაქვს და გარკვეული წესები შემოდის, ეს რა თქმა უნდა, დისკომფორტია. ჩემთვისაც დისკომფორტი იყო, როცა პოლიტიკაში შემოვედი და ყველა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მიწევს. დისკომფორტი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით იმისთვის, რომ გარკვეული უპირატესობები გვეძლევა. რა არის უპირატესობა? ეს არის საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, არა საშვებით, თხოვნით, დაშვებით, არამედ, ნებისმიერ დროს, როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, შემოხვიდეთ ამ შენობაში და განახორციელოთ საპარლამენტო ჟურნალისტის ფუნქციები. რა არის ამის ფასი? - მინიმალური, ის რომ ამ შენობაში სამუშაო პროცესი შევინარჩუნოთ, ეს შენობა უპირველეს ყოვლისა, პარლამენტია და უპირველეს ყოვლისა, აქ ხალხის წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული მანდატი განახორციელონ.

ჩემი უპირველესი ვალდებულებაა, პარლამენტის წევრებისთვის და ამ შენობაში მომუშავე აპარატის წევრებისთვის უზრუნველვყო შესაბამისი სამუშაო გარემო, რაც იმას გულისხმობს, რომ მშვიდი სამუშაო ატმოსფერო უნდა იყოს, რაც ამავე დროს ხელს არ უშლის მედიასთან სრულ კომუნიკაციას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას. აქაც, თქვენც და ასევე, მედიასაც მივმართავ, როცა გარკვეულ წესებზეა საუბარი, როცა შეიძლება კრიტიკული მოსაზრება გქონდეთ, საკუთარ თავს ასევე კრიტიკული კითხვა დაუსვით - ეს არის ის, რაც თქვენ გაინტერესებთ? მაგალითად, დერეფანში დევნა, ეს არის თქვენი ინტერესი თუ საზოგადოების ინტერესი? აქვს ამას ინფორმაციული დატვირთვა საზოგადოებისთვის გარდა იმისა, რომ ეს არის გარკვეული დრამატურგიის დადგმა, რომელიც დიახაც, არ გვინდა, რომ სამუშაო ატმოსფეროს გარკვეულ ხინჯს აყენებდეს. უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის კეთდება, პარლამენტის წევრებისთვის და ამ შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის, რათა თქვენ თავისუფლად და შეუფერხებლად მუშაობა შეძლოთ. ასევე, ვარწმუნებ მედიას, რომ ამ წესების დაცვა, ჩვენი თანამშრომლური ურთიერთობით, პირიქით, ამომრჩევლების და მოსახლეობის ინფორმირებულობას წაადგება პროფესიონალურად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მედიისთვის ქცევის ნორმების დადგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას და აღნიშნა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ირონიის მომგვრელია.

„გუშინ გავეცანი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას. ცოტა ირონიის მომგვრელია, როცა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები არ დააწესოს და გააუქმოს. პირად საუბრებში, მედიასთანაც, ეთიკის საბჭოს წარმომადგენლებთანაც, სხვებთანაც, ყველა აღიარებს, რომ სამწუხაროდ, ეთიკური ჟურნალისტიკა ხშირად გარკვეული ზიანის ქვეშაა და არაფერს, გარდა ამ სტანდარტების გაძლიერებისა, ეს აკრედიტაცია არ გამოიწვევს. ყველა აქ ვართ და შევხედავთ, როგორი იქნება პრაქტიკა და გარწმუნებთ, რომ იქნება მხოლოდ დადებითი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა