შალვა პაპუაშვილი - საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა - ყოველი დღე, როცა ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს თავად ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა - ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისივე თქმით, ევროკომისიის საბოლოო შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო ფუნდამენტური, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხების მიმართულებით, ლიდერი ქვეყანაა.

„ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ ქულობრივად ვთქვათ, მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ წელგამართული ვართ. საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აკლია ერთი რამ - „ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის, როგორც ამაში დარწმუნებულია საქართველოს ყველა მოქალაქე“.

„თუკი ყველა ამას დარწმუნებით იტყვის, გარწმუნებთ, რომ ამ ჩვენს ერთიანობას და რწმენას ევროკავშირის მხრიდან სათანადო პასუხიც გაეცემა. თუკი შიგნიდან გატყდება ციხე, იქნება საუბარი რომ „რა ვიცი, შეიძლება არ ვიმსახურებთ, არ ვართ იმ ფორმაში“... ზუსტადაც რომ კარგ და საუკეთესო ფორმაში რომ ვართ, ეს დაადასტურა ევროკომისიის ბოლო შეფასებამ. ამიტომ ყველას მოგმართავთ - ამ შემთხვევაში იფიქროთ თქვენს ქვეყანაზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის