ბადრი ესებუას მამა - შვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ოჯახი კი, ვის სახლშიც ბადრი დააკავეს, ჩვენი ნათესავია

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილთან კონტაქტი მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ჰქონია.

მისი თქმით, ოჯახი, სადაც ბადრი ესებუას დაკავება მოხდა, მათი ნათესავია. მამისთვის გაურკვეველია, რატომ აირჩია მისმა შვილმა თავშესაფრად ომიანე ჯიქიას სახლი.

„დაკავებულია. თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ომიანე ჯიქია ჩვენი ნათესავია, მეუღლის ბიძაა, მაგრამ მათ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხუთი წლის წინ ვიყავი ოჯახში პანაშვიდზე. თუ რატომ აირჩია ბადრიმ ის ოჯახი, არც ეს ვიცი. ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გამთენიისას, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა