შალვა პაპუაშვილი - ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, შესაძლოა ეს ასეა, თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა ეს ასეა. თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს, „ეს არის ის რეალური გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს“.

„რეალობა კი ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. ეს არის ის რეალური გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას, და საბოლოო ჯამში, არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულა ის ცარიელი სკამებია, რომელსაც დღეს ჩვენ, ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.

ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა