შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატებზე - საიდან მოდის არადემოკრატიულობით გაჟღენთილი აზრები, რომ ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც მას მოსახლეობის უმრავლესობა არ აძლევს?! დემოკრატიის რომელ წიგნში ამოიკითხეს?!

რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს უნდა მოსწონდეს სახალხო დამცველის კანდიდატი, ეს უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნებაა“, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ხალხის უმრავლესობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყველა საკუთარი თავის და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით მიიღებს გადაწყვეტილებას, სახალხო დამცველთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

„მიზეზი რატომაც ვერ შედგა სახალხო დამცველის არჩევა, ჩემი შეფასებით, არის სწორედ ის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს, რომ ჩარჩოში მოექციათ თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატები. პირდაპირ დადგა ულტიმატუმი, ან ამ სამი კანდიდატიდან იქნება არჩეული, ან არ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ ძლიერია ვინაიდან ჩვენ ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს სიძლიერე გვაქვს, თუმცა იმ საპარლამენტო პარტიებს, რომლებსაც აქვთ დაბალი ელექტორალური მხარდაჭერა მათზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას როდესაც ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში აყენებენ.

მე საჯაროდ მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აცადონ ხალხის მიერ რჩეულ ადამიანებს განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებული აქვთ კონსტიტუციით და ნუ შეეცდებიან არასათანადო ზეგავლენის მოხდენას თავისუფალი მანდატის მქონე პარლამენტის წევრებზე. გარწმუნებთ, რომ თუკი ყველა საკუთარი თავის და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ ამ შეთანხმებას, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად იციან როგორ უნდა მოხდეს კომპრომისი.

პირად საუბრებში ვატყობდი, რომ იყო შესაძლებლობა 19 კანდიდატში გამონახულიყო ის კანდიდატი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ რატომღაც გარკვეულმა ჯგუფებმა შექმნეს იმის აღქმა, რომ თითქოს სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ მოსწონს საპარლამენტო უმრავლესობას. საიდან მოდის ასეთი სასწაული არადემოკრატიულობით გაჟღენთილი აზრები, რომ თურმე ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ლეგიტიმაციას არ აძლევს მოსახლეობის უმრავლესობა?! არ ვიცი, რომელი დემოკრატიის წიგნში ამოიკითხეს. რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს უნდა მოსწონდეს სახალხო დამცველის კანდიდატი, ეს უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნებაა“, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ხალხის უმრავლესობას. რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს სახალხო დამცველზე, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სიტყვას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ გვაქვს კვალიფიციური უმრავლესობა, სადაც სხვების სიტყვებიც არის მნიშვნელოვანი და თანაბრად მნიშვნელოვანი. ჩვენ დავიღალეთ კიდეც ამ ტერმინის გამოყენებით, ეს უნდა იყოს თანაბრად მისაღები იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა