შალვა პაპუაშვილი - თანხმობა ჩვენი ბუნებრივი ინტერესია და ნუ ეძებთ მზაკვრულ მიზნებს იმის თაობაზე, რომ შეიძლება უმრავლესობა უთანხმოებას აღვივებდეს - რა თქმა უნდა, უთანხმოება გვექნება რადიკალიზმთან

თანხმობა ჩვენი ბუნებრივი ინტერესია და ნუ ეძებთ მზაკვრულ მიზნებს იმის თაობაზე, რომ შეიძლება უმრავლესობა აღვივებდეს უთანხმოებას - რა თქმა უნდა, უთანხმოება გვექნება რადიკალიზმთან, ამიტომ დერადიკალიზაცია არის პირველადი ამოცანა, რათა თანხმობაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას, როდესაც ოპოზიციასთან თანამშრომლობის რესურსის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებისას გამოჩნდა, რომ რაციონალური მსჯელობისას თანამშრომლობა შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ მაგალითად, სამუშაო ჯგუფები იყო კარგი მოთელვა, ვარჯიში თანამშრომლობისთვის. ბევრ სამუშაო ჯგუფში გამოჩნდა, რომ როდესაც რაციონალური მსჯელობა და არგუმენტებით პოზიციების დაცვა ხდება, შესაძლებელია თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას და რადიკალიზმის უარყოფას. ეს არის გზა თანამშრომლობისკენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს, პარლამენტი იყოს ქმედუნარიანი, მაგრამ ეს არ არის პოზიცია, რომ უმრავლესობა გვაქვს და რა გადაწყვეტილებას გვინდა იმას მივიღებთ. როგორც ყველა ადამიანი, ასევე ყველ პოლიტიკური ძალა ელტვის ჰარმონიას და არა კონფრონტაცია. პირველ რიგში კი ხელისუფლებაა, ვისაც ჰარმონია უნდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკურ ბოიკოტზე და დეპუტატებს განუმარტა, რომ რეგლამენტის თანახმად, „ბოიკოტი უცხადდება მხოლოდ პლენარულ სხდომასა და მასზე განსახილველ საკითხებს და არა კომიტეტებს“.

„თავისთავად, ბოიკოტი ხანდახან მავნე პრაქტიკაა. მინდა მოგმართოთ დეპუტატებს, ვინც ბოიკოტის გამოცხადებას აპირებთ - ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ მხოლოდ პლენარულ სხდომასა და მასზე განსახილველ საკითხებს და არა კომიტეტებს. განსახილველი საკითხები შედგენილია ერთი კვირით და ამიტომ, თუ ბოიკოტის გამოცხადების სურვილი იქნება, მოგმართავთ, რომ ფორმალობა დაიცვათ, რადგან ეს არ არის უბრალოდ არდასწრების სურვილი, არამედ ეს არის კონკრეტული პოზიცია, რაღაც საკითხების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს